მედვედევის განცხადება
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აცხადებს რომ შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვაზე საუბარი აჩვენებს, თუ როგორ ექცევა ევროპა რუსეთის მოქალაქეებს. „ევროპელმა უფროსებმა ტვინი წაიღეს რუსოფობიური კრიახით შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ. დაე, სწრაფად აკრძალონ. ამით კიდევ ერთხელ გამოავლენენ თავიანთ ნამდვილ სახეს და ნაკლებად მოაცდენენ რუსეთსა და მის მოქალაქეებს სპეციალური სამხედრო ოპერაციისგან ტყუილებითა და ბოდვებით,“- წერს მედვედევი.
