ნიუ იორკში ემთივის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ნიუ იორკში ემთივის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში წლის ვიდეო, მომღერალი ტეილორ სვიფტი დაჯილდოვდა. წლის არტისტის ტიტული ბედ ბანის ერგო, ხოლო წლის ალბომის მფლობელად -ჰარი სთაილზი დასახელდა. გამარჯვებულები 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში გამოვლინდნენ. შოუს მსვლელობისას არა ერთხელ გამოჩნდა ემთივის პრიზის, ე.წ. „მთვარის კაცუნას“ ფორმაში გამოწყობილი ჯონი დეპი, რამაც როგორც მაყურებლის ისე პრესის ყურადღება მიიქცია.
