ზუსტად ორ დღეში თბილისში დიდი საკალათბურთო ზეიმი დაიწყება
ზუსტად ორ დღეში თბილისში დიდი საკალათბურთო ზეიმი დაიწყება. საქართველოს დედაქალაქი მილანთან, პრაღასა და კიოლნთან ერთად, ევროპის ჩემპიონატის მასპინძელია. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ხუთ მეტოქეს ახლადაშენებულ „თბილისი არენას“ დარბაზში უმასპინძლებს.
