„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას, ათას 400-მდე გამარჯვებული ჰყავს
„აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამას, ათას 400-მდე გამარჯვებული ჰყავს. პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მიზნად ისახავს მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებას, ასევე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. გრანტის მოცულობა წელს 30-ი ათასი ლარით განისაზღვრა.
