უკრაინის ვიცე-პრემიერის მორიგი შეტევა საქართველოზე
ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ვიცე პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი იმ ეჭვების გამო არ მისცეს, რომელიც მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სიმტკიცესა და შეუქცევადობაზე არსებობს. მან ქართველ ხალხზეც ისაუბრა. უკრაინის ვიცე პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები პოზიციას არ ცვლიან, თუმცა მისი თქმით, ისინი რიგი პოლიტიკური პროცესების მძველები არიან.
