პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება
პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა იმართება. დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომი და ევროკავშირის სამოქმედო გეგმაა. ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით, წევრ სახელმწიფოებს განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.
