ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ
ძმები კაკულიები ბრალს არ აღიარებენ. ბრალდებულები იარაღის ჩადებაში საგამოძიებო უწყებას ადანაშაულებენ. ბრალდების მხარე კი ამ განცხადებას აბსურდს უწოდებს. საქალაქო სასამართლში დღეს კაკულიების ბრალდების საქმის განხილვა გაიმართა. საქმეში 170-მდე მოწმე ფიგურირებს, რომელთა გამოკითხვაც მომდევნო სხდომებზე გაიმართება.