სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის წესთან დაკავშირებული შეხვედრაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილის გარეშე გაიმართა
სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის წესთან დაკავშირებული შეხვედრაც რადიკალური ოპოზიციის ნაწილის გარეშე გაიმართა. შეხვედრას მხოლოდ მმართველი გუნდი და სამუშაო ჯგუფებში ჩართული ოპოზიცია ესწრებოდა. მოქალაქეებმა, ევროპელმა სოციალისტებმა, გახარიას პარტიის წამომადგენელმა და გირჩმა ქართულ ოცნებას საკუთარი პოზიციები გააცნეს. მმართველი პარტია აპირებს, რომ ყველას, მათ შორის არასამთავრობო სექტორსაც მოუსმინოს და საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს.
