მმართველ გუნდს რადიკალური ოპოზიციის არ სჯერა და მათ გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს
მმართველ გუნდს რადიკალური ოპოზიციის არ სჯერა და მათ გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს. პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც დასავლეთის არაერთი მოწოდებისა, საპარლამენტო ფორმატში ევროპული დავალების შესრულებას გაემიჯნნენ, სამომავლო გეგმებზე საუბრობენ. განცხადებები ერთი შეხედვით, თითქოს კონსტრუქციულია და საშემოდგომო სესიაშიც აპირებენ მონაწილეობას, თუმცა პროცესების რადიკალიზაციაზე მინიშნებები მაინც კეთდება და მოქალაქეებს რეალური პოლიტიკის ნაცვლად, ისევ ქუჩის პოლიტიკას და დესტრუქციას სთავაზობენ.
