ეროვნული გამოცდების შედეგები
2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების მიხედვით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება 32-ი ათას 100-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების 77-ი პროცენტი გახდა სტუდენტი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა ექვსი ათას 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100-ს პროცენტიანი გრანტი მიიღო ათასზე მეტმა აბიტურიენტმა.
