გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 500-ზე მეტი ბავშვი სამი წელია ელოდება
გარდაბნის რაიონში, სოფელ ნორიოში პირველ საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას 500-ზე მეტი ბავშვი სამი წელია ელოდება. სამუშაოები, რომელსაც, კომპანია ალიანსი აწარმოებდა ამ დრომდე შეჩერებულია. სამი თვეა გაფიულები არიან მშენებლები. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდს სამუშაოებისთვის ხუთი მილიონი ლარი უნდა დაეხარჯა თუმცა თანხა სკოლის რეაბილიტაციას არ მოხმარდა. მშობლები აცხადებენ, რომ 15-ი სექტემბრიდან ბავშვებს პროტესტის ნიშნად მეზობელი სოფლების სკოლებში, არ მიიყვანენ.
