წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი დიდ სკანდალში ეხვევა
წალენჯიხის ოპოზიციონერი მერი დიდ სკანდალში ეხვევა. მერია საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, საბავშვო ბაღის აიპის თანამშრომლებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებს ათავისუფლებს. სამსახურიდან წასვლის შესახებ ბაღების თანამშრომლებს, დახურულ თათბირზე აცნობეს და უთხრეს, რომ მიზეზი, ბავშვთა კვებისთვის საჭირო თანხების სიმცირეა. წალენჯიხის მერიის გადაწყვეტილება ბაღების თანამშრომლებმა, აქციით გააპროტესტეს. ეჭვი აქვთ, რომ მათი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით ხდება. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს ოპოზიციონერი მერი, გიორგი ხარჩილავა შეხვდა. შეხვედრამ კამათის ფონზე ჩაიარა და უშედეგოდ დასრულდა.
