ზურიკო დავითაშვილმა საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ დატოვა
ზურიკო დავითაშვილმა საფეხბურთო კლუბი „დინამო ბათუმი“ დატოვა. საქართველოს ნაკრების 21-ი წლის ფეხბურთელმა სოციალური ქსელის საშუალებით კლუბის ხელმძღვანელებსა და გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა და წასვლის შესახებ განაცხადა. ფრანგული სპორტული გამოცემების ცნობით დავითაშვილი კარიერას „ბორდოში“ განაგრძობს.
