ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. მესამე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ნოლით ერთი დამარცხდა. გაშვებული გოლის მიუხედავად, საქართველოს ნაკრების მეკარე საუკეთესო იყო და ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლესი შეფასება მიიღო. მამარდაშვილმა „ვალენსია“ გაშვებული ბურთისგან 6-ჯერ გადაარჩინა.
