ღვინის ეკონომისტების დელეგაცია საქართველოში
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის მე-14-ე კონფერენციის მონაწილეები, კახეთსა და ქართლს ეწვივნენ. კონფერენციის 100-მდე მონაწილეს, ქართლსა და კახეთში სტუმრობისას შესაძლებლობა მიეცა ადგილზე გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, ვაზის ქართულ ჯიშებს, ღვინის წარმოების ტექნოლოგიებს და ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას. სტუმრებმა დაათვალიერეს საქართველოს ისტორიული ძეგლები. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ ღვინის ეკონომისტები ამერიკიდან, გერმანიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, იაპონიიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.
