მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს
მთაწმინდის რაიონის გამგეობა შემოერთებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს აქტიურად ახორციელებს. ამ ეტაპზე, ტაბახმელაში ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პროექტის შედეგად, ტერიტორიაზე ბავშვთა გასართობი ზონები, სპორტული მოედანი, ტრენაჟორები, მოსასვენებელი პავილიონები განთავსდა.
