პრემიერის ინიციატივით, ონის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო
პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ონის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი დაიწყო. მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ბინები საკუთრებაში, 16 ოჯახს გადაეცემა. ფართების დაკანონების შესახებ ინფორმაცია, მოსახლეობას სახელმწიფო რწმუნებულმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გააცნეს და საქართველოს მთავრობის განკარგულებები გადასცეს.
