გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „რუსთავის აზოტში“ დარღვევები გამოავლინეს
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, „რუსთავის აზოტში“ დარღვევები გამოავლინეს. ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ კომპანიის მიერ გარკვეული ვალდებულებები შესრულებული არ არის, მათ შორის, გამოვლინდა არა ორგანიზებული გაფრქვევისა და ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტები. ინსპექტირების პროცესი გრძელდება. საწარმოს მიმართ დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება, მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა.
