ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ბორჯომში
დღის მეორე ნახევარში ბორჯომში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. ხეობაში რამდენიმე მხრჩოლავი კერა იყო დარჩენილი, თუმცა, ქარმა კერები გააღვივა და ხანძარი მალევე ფერდს მოედო . ადგილზე სამუშაოებში ცოცხალ ძალასთან ერთად, ჩართულია მძიმე ტექნიკა და ავიაცია. პარალელურად, გამოძიება მუშაობს იმის დასადგენად, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი. გამოძიება განიხილავს ყველა ვერსიას, მათ შორის მაღალ ტემპერატურას, დაუდევრობას და დივერსიას.
სიუჟეტის ავტორი: ხათუნა მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
