ბირთვული კატასტროფის საფრთხე ზაპოროჟიეში
რუსული არმია, დონბასზე სრული კონტროლის დამყარების მიზნით ინტენსიურ ბრძოლებს აწარმოებს. უკრაინულ მედიაში კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხერსონში უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის თავდაცვის პირველი ზოლი უკვე გაარღვიეს. ამის პარალელურად, მსოფლიო ყურადღების ცენტრშია ზაპოროჟიეს ატომური ელექტრო სადგური, სადაც ვითარება საგანგაშოა. რადიაციის გაჟონვის საფრთხე ამ დრომდე არსებობს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ სადგურთან მისასვლელი გზები, საოკუპაციო ძალების მიერაა ბლოკირებული. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთი ერთადერთი ტერორისტია მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა ატომური ელექტროსადგურის ბრძოლის ველად გადაქცევა. ვოლოდიმირ ზელენსკი არანორმალურად მიიჩნევს, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციული შანტაჟისთვის ჯერ კიდევ არ დაწესებულა დამბლოკავი სანქციები. იქცევა თუ არა ევროპის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური 21-ე საუკუნის ჩერნობილად
სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
