ვერტმფრენი "სუპერ პუმა" იყიდება
მთავრობამ "სუპერ პუმას" გაყიდვა და მის ფასად, ქვეყნისთვის საჭირო სამი ახალი ვერტმფრენის შეძენა გადაწყვიტა. საუბარი იმის შესახებ,რომ თითქოს წინა ხელისუფლების დროს, ყოფილი პრეზიდენტისთვის შეძენილი ძვირადღირებული ვერტმფრენის გამოყენება სამაშველო ოპერაციებშიც შეიძლება , სპეკულაციად შეაფასა პრემიერ მინისტრმა. მოლაპარაკებები სუპერ პუმას მწარმოებელ კომპანიასთან მიმდინარეობს. პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროები.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
