გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებას მხარს უჭერს
გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებას, მათ შორის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სამომავლო გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები, საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება, ევროპის სტაბილურობისა და საერთო ღირებულებების დასაცავად, აუცილებელია. გერმანიის კანცლერმა თქვა ისიც, რომ ევროპული გაერთიანება სამხედრო კუთხით გაძლიერებასაც საჭიროებს.
