ხანძრები მსოფლიოში
ტყის ხანძრებს ებრძვიან ევროპაშიც. ხანძრისგან 660 ათასზე მეტი ჰექტარი მიწის ფართობი განადგურდა. ეს მონაცემი, 2017 წლის რეკორდულ ნიშნულს 56%ით აღემატება. ევროპის ტყის ხანძრების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, წელს გაუსაძლისი სიცხე და გვალვა ევროპის ყველა სახელმწიფოს შეეხო და თუკი ცხელი ამინდი შენარჩუნდება, წლის ბოლომდე მილიონამდე ჰექტარი მიწის ფართობის განადგურებაა მოსალოდნელი. ტყის ხანძრებს ებრძვიან ამერიკის შეერთებულ შტატებშიც. მერილენდის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, კლიმატის ცვლილების ფონზე, სეზონურმა ტყის ხანძრებმა წელს 2001 წელთან შედარებით 3 მილიონით მეტი ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა.
