ბინები დევნილებისთვის
მთავრობის განკარგულებით, 2025 წლამდე საცხოვრებელი ფართები 13 ათასამდე დევნილ ოჯახს გადაეცემა. თბილისში ორი ათას 400 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას, მათთვის ახალი ბინები აშენდება, ზუგდიდში 1 700, ხოლო ქუთაისში 720 ოჯახის განსახლება მოხდება. ჯამში 7 000 ოჯახი მიიღებს ბინას ახალაშენებულ კორპუსებში, ხოლო 6 000 ოჯახი სოფლად სახლის პროგრამის ფარგლებში განსახლდება.
