გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებას უჭერს მხარს
გერმანიის კანცლერი ევროკავშირის გაფართოებას, მათ შორის უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს სამომავლო გაწევრიანებას მტკიცედ უჭერს მხარს. ოლაფ შოლცის განცხადებით, საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება, ევროპის სტაბილურობისა და საერთო ღირებულებების დასაცავად აუცილებელია.
