ხანძრის კერები საქართველოში - პრემიერის გამოხმაურება
საქართველოს მასშტაბით გაჩენილ ხანძრებზე- გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე იმუშავებს, მათ შორის განიხილება დივერსია. განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ გამორიცხული არაფერი არ არის, რადგან ცნობილია ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალების ბუნება და მათი დივერსიული მიდრეკილებები. ირაკლი ღარიბაშვილმა სიფრთხილისკენ მოუწოდა მოქალაქეებსაც.
