საქართველოს ჩემპიონატი ცხენოსნობაში
თბილისის იპოდრომზე, ცხენოსნობაში ბარიერების გადალახვაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. 115 და 125 სანტიმეტრის ბარიერის გადალახვაში საუკეთესო შედეგი გურამ ვეშაპიძემ და რუსუდან ფიცხელაურმა აჩვენა. შეჯიბრის მეორე დღეს კი 125 და 140 სანტიმეტრის ბარიერის გადალახვაში პირველ ადგილზე გიორგი ქანთარია და შალვა გაჩეჩილაძე გავიდნენ. საქართველოს ჩემპიონატში ოცი მხედარი მონაწილეობდა და ტურნირი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.