რეკორდულად მასშტაბური კონცერტი
კოლუმბიის დედაქალაქში, მსოფლიოს უდიდესი კონცერტის რეკორდი მოხსნეს. პროგრამაში ბოგოტას სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, მონაწილეობა 16 ათასმა მუსიკოსმა მიიღო. მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური კონცერტის რეკორდი ბოგოტამ 60 წლიანი შიდა- კონფლიქტის დასკვნით ანგარიშს მიუძღვნა, რომლის თანახმადაც, 1985 წლიდან 2018 წლამდე, კოლუმბიის მთავრობასა და ამბოხებულებს შორის დაპირისპირებას 450 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
