პოეტი დავით მაღრაძე აცხადებს რომ ამერიკის საელჩო, არჩევნების ლეგიტიმაციის ეჭვქვეშ დაყენებით, დიპლომატიური სივრციდან გავიდა
მისი თქმით, ის რომ რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლებაში მოსვლის იმედი არჩევნების გარეშე აქვს, მიზეზი სწორედ ხელისუფლებასთან პოლემიკაში ჩართული შეერთებული შტატების საელჩოა. მაღრაძე ამბობს რომ ოპოზიციამ რევოლუციურ სცენარს თავი უნდა დაანებოს, რადგან ქართველ ხალხში ამ სცენარს მხარდაჭერა არ აქვს.
