სტიქია პაკისტანში
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მათ შორის 348 ბავშვია. დაშავებულია 1 500-ზე მეტი ადამიანი. სტიქიური უბედურების ზონიდან, ათობით ათასი მოქალაქის ევაკუაცია განხორციელდა. უმეტეს რაიონებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
