რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ
ოკუპანტთა სამიზნე დნეპროპეტროვსკის, რივნის,ზაპოროჟიესა და ხარკოვის დასახლებულირაიონები გახდა. აფეთქებების ხმა ისმოდა ენერგოდარშიც. გვიან ღამით ძალოვანი უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო სხდომა უკრაინის პრეზიდენტმა გამართა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მტრის არცერთი შეტევა პასუხგაუცემელი არ დარჩება.
