ძამას ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია
ძამას ხეობაში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ცეცხლი მინდორში გაჩნდა და საცხოვრებელ სახლებზე გავრცელდა. ადგილზე 10-ზე მეტი სახანძრო სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
