მერაბ დვალიშვილი საქართველოშია
ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი საქართველოშია. უეფსის მებრძოლს თბილისის აეროპორტში გულშემატკივრები და მედიის წარმომადგენლები დახვდნენ. მერაბი საქართველოში ხუთი დღით დარჩება და შემდეგ კვლავ ამერიკაში გაემგზავრება. დვალიშვილმა რამდენიმე დღის წინ აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა მოიგო. მისი მეტოქე ბრაზილიელი ჟოზე ალდო იყო, რომელთან გამარჯვებითაც უეფსიში ზედიზედ მერვე გამარჯვება მოიპოვა.
