იტალია - საქართველო
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს 2023-ი წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე იტალიის ნაკრებს შეხვდა და 91:84 დამარცხდა. ჩვენი ქვეყნის გუნდი გამარჯვების შანსს ბოლომდე ინარჩუნებდა, მატჩის დასრულებამდე წუთ ნახევრით ადრე ანგარიში თანაბარიც იყო, თუმცა ზუროსის გუნდმა დარჩენილ დროში მხოლოდ ორი ქულა ჩააგდო, მეტოქემ კი 9. ჩვენი გუნდი ახლა ევრო ბასკეტზე გადაერთვება, რომელიც პირველ სექტემბერს დაიწყება. ა ჯგუფის მატჩებს კი თბილისი უმასპინძლებს.
