სლოვაკეთის საჰაერო სივრცის დაცვა
სლოვაკეთის საჰაერო სივრცეს ჩეხეთი და პოლონეთი დაიცავენ, სანაცვლოდ კი სლოვაკეთი ექსპლუატაციიდან ჩამოწერს მიგ-29 ტიპის ავია გამანადგურებლებს, რომელთა გადაცემაც უკრაინისთვის იგეგმება. სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრის, განცხადებით, ბრატისლავა მზადაა უკრაინას საბჭოთა წარმოების მოიერიშე თვითმფრინავები გადასცეს, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით ხელმოწერილი არ არის.
