კლინიკისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რეაბილიტაცია
ქუთაისში „ჩხობაძის სახელობის მრავალ პროფილური კლინიკისა“ და „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამედიცინო დაწესებულება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვება, შედეგად კი რეგიონში ქირურგიული სერვისების მიწოდება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. სარემონტო სამუშაოები ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან და მსოფლიო ბანკის კომუნიკაციების მენეჯერთან, ერთად დაათვალიერა.
