ომი უკრაინაში
ომის 186-ე დღე. რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება ხარკოვის, ზაპოროჟიისა და მიკოლაევის დასახლებულ რაიონებზე, საიდანაც უკრაინის ხელისუფლება ნახევარ მილიონამდე ადამიანის ევაკუაციას აპირებს. ამ დრომდე რთულია ვითარება ოკუპანტთა კონტროლ ქვეშ მყოფ ზაპოროჟიის ატომურ ელექტრო სადგურში.
