წყალდიდობა პაკისტანში
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ათასს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში სტიქიამ ქვეყანაში 45 ადამიანი იმსხვერპლა. დატბორილია ასობით ქალაქი, გზები და ხიდები. დაზარალებულთა რაოდენობა 33 მილიონს აღემატება. სტიქიური უბედურების ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. პაკისტანის მთავრობა დახმარებას საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს.
