სერბეთი - კოსოვო
სერბეთმა და კოსოვომ საზღვარზე გადასაადგილებელ დოკუმენტებთან დაკავშირებული დავა მოაგვარეს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იტყობინება. „შეთანხმება მიღწეულია. ევროკავშირის ხელშეწყობით წარმოებული დიალოგის ფარგლებში სერბეთი დათანხმდა გააუქმოს შესვლა გამოსვლის დოკუმენტები კოსოვოს პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის, კოსოვო კი თანახმაა, არ შემოიღოს ისინი სერბეთის პირადობის მოწმობის მფლობელებისთვის“. წერს ბორელი. ვითარება კოსოვო სერბეთის საზღვარზე ივლისის ბოლოს დაიძაბა, როცა კოსოვოს ხელისუფლებამ კოსოვოელი სერბებისთვის სერბეთის მიერ გაცემული მოწმობებითა და ავტომობილის ნომრებით გადაადგილება აიკრძალა.
