შეტაკებები ლიბიაში
ლიბიის დედაქალაქში შეტაკებებს 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 80-ზე მეტი კი დაშავდა. დაპირისპირება პარლამენტის მიერ არჩეული პრემიერის და ეროვნული ერთობის მთავრობის მეთაურის მომხრეებს შორის მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის მომხრეებმა ტრიპოლის აეროპორტის ტერიტორია დაიკავეს. ქალაქში მთელი დღე ისმოდა სროლისა და აფეთქებების ხმა. ფაჰტი ბაშაგი პარლამენტმა პრემიერად თებერვალში აირჩია, მოქმედმა პრემიერმა, კი მისი უფლებამოსილება არ ცნო.
