ტყიბულქალაქობა
ტყიბულში სახალხო დღესასწაული "ტყიბულ ქალაქობა" აღნიშნეს. გასართობი და კულტურული ღონისძიებების შემდეგ, ტრადიციულად, წარმატებული მოქალაქეების დაჯილდოება გაიმართა. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს საპატიო ტყიბულელის წოდება მიენიჭა. ღონისძიებები ნატო გელაშვილის და მისი ბენდის კონცერტით დასრულდა. დღეს კი ქალაქში მეშახტის დღე აღინიშნება, ღონისძიებების ფარგლებში წარმატებული მეშახტეები დაჯილდოვდებიან.
