„მუსიკის ზეიმი“ - წიგნის პრეზენტაცია
ბათუმი თბილისის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, ბათუმში, აჭარის მწერალთა სახლში წიგნის „მუსიკის ზეიმის“ პრეზენტაცია, გაიმართა. ფესტივალს დაარსებიდან 40 წელი შეუსრულდა სწორედ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „ღამის სერენადების“ სამხატვრო ხელმძღვანელისა და ლიანა ისაკაძის ძმისშვილის ინიციატივითა და ორგანიზებით გამოიცა დიდი მევიოლინესა და დირიჟორის წიგნი “მუსიკის ზეიმი“, რომელიც საზოგადეოებას გააცნობს ლიანა ისაკაძის შემოქმედებას, ბიოგრაფიას და შინაგან სამყაროს.
