რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი
საფრანგეთი და გერმანია რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ევრო კავშირის ვიზების გაცემის აკრძალვას არ ემხრობიან. ამის შესახებ გამოცემა „ბლუმბერგი“ წერს. პარიზი და ბერლინი თვლიან, რომ ვიზები მხოლოდ რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებისთვის უნდა იყოს შეზღუდული, სტუდენტებს, მეცნიერებს, ხელოვანებსა და სხვა კატეგორიის ჯგუფებს კი ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა არ უნდა აეკრძალოთ. რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის აკრძალვის საკითხს ევროპის პირველი დიპლომატები 31 აგვისტოს, პრაღის არა ფორმალურ სამიტზე განიხილავენ.
