ომი უკრაინაში
ომის 186-ე დღე. რუსული ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. სარაკეტო დარტყმები ხორციელდება ხარკოვის, ზაპოროჟიისა და მიკოლაევის დასახლებულ რაიონებზე, საიდანაც უკრაინის ხელისუფლება ნახევარ მილიონამდე ადამიანის ევაკუაციას აპირებს. ამ დრომდე რთულია ვითარება ოკუპანტთა კონტროლ ქვეშ მყოფ ზაპოროჟიის ატომურ ელექტრო სადგურშიც, სადაც საერთაშორისო ექსპერტები ჯერ არ შესულან.
