იტალია VS საქართველო
ევრო ბასკეტის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ჩაატარებს. ჩვენი ქვეყნის გუნდი ჯგუფის ერთერთ ლიდერ იტალიას შეხვდება. ილიას ზუროსის განკარგულებაში 12 კალათბურთელია, ტრამვირებული თორნიკე შენგელია კი მიხეილ ბერიშვილმა ჩაანაცვლა. გამარჯვების შემთხვევაში ეროვნული გუნდი პლანეტის პირველობის საგზურს კიდევ უფრო მიუახლოვდება. დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 22:00 წუთზე დაიწყება.
