მარიამობა „მიმღერესთან “ ერთად
ახალ სატელევიზიო სეზონზე „იმედის“ მაყურებლისთვის საყვარელ პროექტებთან ერთად ეკრანს „მიმღერეც“ დაუბრუნდება. შოუს ახალი შემადგენლობა უკვე შერჩეულია, თუმცა მათი ვინაობა ჯერ ჯერობით სიურპრიზად რჩება. ვიდრე „იმედის“ ორიგინალური პროექტის ახალი სეზონი დაიწყება, შოუს ერთგულ მაყურებელს შესაძლებლობა აქვს, იმ მომღერლებს და მათი ოჯახის წევრებს მოუსმინოს, რომელიც პირველ სეზონზე შეიყვარა. 28 აგვისტოს, მარიამობას, „მიმღერე“ კონცერტს ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართავს.
