იტალია VS საქართველო
დღეს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე მორიგ შეხვედრას იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მთავარი მწვრთნელის ილიას ზუროსის განკარგულებაში 12 კალათბურთელია. ტრამვირებული თორნიკე შენგელია მიხეილ ბერიშვილმა ჩაანაცვლა, თუმცა ჩვენი გუნდის კაპიტანი დღეს ბრეშაში ჩავა და თანაგუნდელებთან ერთად იქნება. მან სოციალურ ქსელში ემოციური წერილი გამოაქვეყნა. მატჩი თბილისის დროით 22:30 წუთზე დაიწყება.
