წყალმომარაგების შეზღუდვა
29 აგვისტოს მელიქიშვილის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯივიპი წყალ მომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს. კომპანიამ განაახლა სამ კილომეტრზე მეტი სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების ქსელები. კომპანიის ინფრომაციით, სამუშაობის გამო, დღის 12 საათიდან, 30-ი აგვისტოს საღამოს 22:00 საათამდე წყალ მომარაგება შეეზღუდება: მელიქიშვილის, ჭოველიძის, ჭონქაძის, პეტრიაშვილის, ქიქოძის და მიმდებარე ქუჩებს. ასევე გორგასლის, ღვინის აღმართის და მიმდებარე ქუჩებს. ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის, კეკელიძის, ტაბიძის მიმდებარე ქუჩებს. ვაჟა ფშაველას და ყაზბეგის გამზირის ნაწილს, პეკინის, დოლიძის და მიმდებარე ქუჩებს. მარჯანიშვილის ქუჩის ნაწილს და უშანგი ჩხეიძის ქუჩას.
