აშშ-ის სამხედრო დახმარება უკრაინას
პენტაგონი უკრაინისთვის 182 მილიონი დოლარის ღირებულების საზენიტო სარაკეტო კომპლექსს შეიძენს. როგორც ცნობილია, სულ საუბარია 6 ერთეულ საზენიტო სარაკეტო სისტემაზე და მათი უკრაინისთვის მიწოდების ბოლო ვადად 2024 წლის 23 აგვისტო განისაზღვრა. გავრცელებული ცნობით, სისტემების შესყიდვაზე კონტრაქტი უკვე გაფორმებულია ამერიკულ კომპანია „რეითეონთან“. ამასთან, შეერთებული შტატები უკრაინას დამატებით სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალასა და სხვა სამხედრო აღჭურვილობებებს გადასცემს.
