ქართული თაფლი საერთაშორისო გამოფენაზე
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გამართულ საერთაშორისო გამოფენა კონგრესზე აპიმონდია 2022 საქართველოს სტენდია წარმოდგენილი. ქართული თაფლის მწარმოებელი 8 კომპანია დამთვალიერებელს მეფუტკრეობის პროდუქტებს, სხვადასხვა სახეობის ქართულ თაფლს, მათ შორის ჯარას თაფლს აცნობს. მიმდინარე წელს, გამოფენაში მონაწილეობას 50 ქვეყანა და მეფუტკრეობის სექტორში მოქმედი 150-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იღებს.
